Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: მეტრო „ვარკეთილში" ჭერის ჩამოშლის გამო რამდენიმე პირი გათავისუფლდება

14 თებერვალი, 2018 11:09

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სატენდერო პროცედურებში იყვენენ ჩართულნი. მისი თქმით, ხარვეზები გამოვლინდა საპროექტო სამუშაოების შესყიდვიდან სამუშაოების წარმოების პროცესის ჩათვლით. ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მოხდა სამწუხარო ფაქტი, თქვენ იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ შევისწავლეთ არსებული გარემოებები და აშკარაა, იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.

საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, მანამდე მინდა სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში", - განაცხადა კალაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი 30 იანვარს ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. 

IDFI: მეტრო „ახმეტელის“ შემთხვევაში ორ კომპანიას შორის შესაძლოა შედგა გარიგება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^