Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანიკიძე: GIPA-ს პროგრამის აკრედიტაციაზე უარის საფუძველი არის თვითონ პროგრამის ხარისხში

15 თებერვალი, 2018 19:01

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საბაკალავრო პროგრამაზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. 

„უარის თქმის საფუძველი არის თვითონ პროგრამის ხარისხში, შინაარსში, საგნების ჩამონათვალში და ა.შ. ეს განმარტებულია. დასკვნა იქნება საჯარო და ყველას შეუძლია ჩაიხედოს. ეს იყო ახალი პროგრამა. თავისთავად, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ეს ხარვეზები ყოფილიყო. სტუდენტები ამ პროგრამაზე არ ირიცხებიან. შესაბამისად, ჩვენ გადავხედეთ, მაგალითად სტატისტიკას და დინამიკას. ახალი საბჭოს ფარგლებში GIPA-ს ოთხი პროგრამა ჰქონდა წარმოდგენილი. მათგან სამმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.

ეს ერთი ახალი პროგრამა ჯერჯერობით დარჩა აკრედიტაციის გარეშე. თუმცა, არსებობს სააპელაციო პროცედურები, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც ფუნქციონირებს და სიახლეა, რომ დაწესებულებებს ჰქონდეთ საშუალება, ისარგებლონ ამ პროცედურებით. GIPA-მ უკვე მიმართა სააპელაციო საბჭოს ამ მოთხოვნით და ჩვენც ველოდებით გადაწყვეტილებას. ახალი საბჭოს წლევანდელი სტატისტიკა, მთლიანი სურათი რომ დავინახოთ, ასეთია – 38 პროგრამა იყო განხილული. აქედან 19-მა მიიღო სრული შესაბამისობით აკრედიტაცია, შვიდმა გარკვეული პირობით, ხოლო 12 იყო უარი“, – განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით თამარ სანიკიძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 16-კაციანმა საბჭომ „GIPA”-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას საჯარო მმართველობაში აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ახლა აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

რა კითხვებს უჩენს „GIPA-ს“ პროგრამების აკრედიტაციის პროცესი

აკრედიტაციის მისაღებად GIPA-მ საბჭოს სამართლის საბაკალავრო პროგრამაც წარუდგინა. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) სამართლის პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს პირველადი დასკვნა უკვე მიიღო.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ დასკვნა, აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

GIPA-ს რექტორი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^