Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

4 მარტს ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის გამო 40-მდე ბარი, რესტორანი და მაღაზია დროებით დაიხურება

02 მარტი, 2018 12:35

4 მარტს, 18:30 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე გამართავენ აქციას „მშვიდობა ომზე მეტია“. აქციის მონაწილეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ.

საპროტესტო აქციას, ორგანიზატორების თქმით, უერთდება 40-მდე ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა კომერციული ობიექტები. სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ისინი კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურება და თავიანთ მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ორგანიზატორებმა აქციაში ჩართულობისკენ მოუწოდეს მედიას და საზოგადოებას. მათი თქმით, აქციის გასამართად ხელშეწყობისთვის თბილისის მერიას მიმართეს, მაგრამ მუნიციპალიტეტს დახმარების ინიციატივა არ გამოუთქვამს. აქციის მხარდაჭერისთვის მათ უნივერსიტეტებსაც მიმართეს, მაგრამ არც მათგან მიუღიათ კონკრეტული პასუხი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^