Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხეების მოჭრის შესახებ მერის განმარტება

12 მარტი, 2018 17:45

„კვირიკეში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით უკანონო ქმდებებასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის ოპონენტების ცრუ ბრალდება და კიდევ ერთი მცდელობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა“, - ამის შესახებ „ლიბერალს“ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტერიტორია, სადაც ხეები იჭრება, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში ჭრაზე ნებართვას მუნიციპალიტეტისგან არ საჭიროებს. 

„ტერიტორია, სადაც ხეები იჭრება კერძო საკუთრებებს წარმოადგენს. კერძო საკუთრებაში ხეების მოჭრაზე მუნიციპალიტეტის თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრეს სურს ხეების ტრანსპორტირება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, მოგვმართა ერთმა მოქალაქემ, რომლის მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს კერძო საკუთრებში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა“, - ნათქვამია მერის განცხადებაში. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რეზო ხარაზმა Facebook-ში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედან ფოტოები გაავრცელა, სადაც ასახულია გაჩეხილი ხეები. მისი თქმით, ხეები გაიჩეხა და მოიჭრა, იმ ხის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სოფელ კვირიკეს ერთ-ერთი ოჯახიდან გადააქვს. 

ფოტო► ენმ: ქობულეთის მუნიციპალიტეტში ივანიშვილის ხის ტრანსპორტირებისთვის ხეები გაჩეხეს 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^