Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგა ბოკერია: კვირიკაშვილმა უპასუხისმგებლო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა

13 მარტი, 2018 11:07

გიორგი კვირიკაშვილმა თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი და ციტატა მისცა, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ, - ამის შესაახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიესალმა.

„რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და „ეთანხმება“ მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას, განსაკუთრებით ე.წ. პირდაპირი დიალოგის შესახებ. არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, არაფრის შეცვლას, რა თქმა უნდა, არ აპირებენ და პირიქით, უხარიათ, რომ პოლიტიკური ფასი მათ არ ექნებათ ამ ყველაფერში. კვირიკაშვილის მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ ციტირებისას, რომ საქართველომ რაც თქვა, გააკეთოს, ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და რომ ჩვენ ორმხრივი ე.წ. დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმსა და ცხინვალთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, სადაც წერდა, რომ „მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებსა და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა“.

„რუსეთი დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა, იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი“,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

პრემიერი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^