ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა. ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა შესარჩევი კომისიის 9 წევრიდან მის კანდიდატურას მხარი 7 წევრმა დაუჭირა.
პარლამენტმა სულ საბჭოს 4 ახალი წევრი უნდა აირჩიოს. მეურვეობის თითო თითო კანდიდატი უნდა დაასახელოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ, საპარლამენტო უმცირესობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ.
13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა შესარჩევი კომისია კანდიდატობის ყველა მსურველს გაესაუბრა. სულ 14 კანდიდატს ჰქონდა საბჭოს წევრობაზე განაცხადი შეტანილი. კომისიამ 14 კანდიდატიდან პარლამენტს 12 საუკეთესო შესთავაზა. შეთავაზებული 12 კანდიდატიდან კი პარლამენტმა ბორდის 4 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.