გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. ვიდეოს „რუსთავი 2“ ავრცელებს არიან დაშავებულები.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა და შემდეგ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ 10-მდე ადამიანს გაეწია პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაშავებულები გადაყვანილი არიან გუდაურის აბულატორიაში. თბილისიდან რეანომობილი გაიგზავნა, იმ შემთხვევაში თუ დაშავებულებს დამატებითი დახმარება დასჭირდებათ.
პირველადი ინფორმაციით, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.