20 მარტს „ქართულმა მარშმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანდრო ბრეგაძეს პოლიციამ სასტიკად სცემა და ის ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათვე გამოაქვეყნეს ფოტოც, სადაც პალატაში მყოფი სანდრო ბრეგაძე ჩანს. მოგვიანებით „ქართულმა მარშმა“ „ფეისბუქიდან“ ეს ფოტო და ინფორმაცია წაშალა.
მოგვიანებით კი ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ნერვოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო აქიაშვილმა განუცხადა, რომ „პაციენტს ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება, კლინიკაში თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული“.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმი: სანდრო ბრეგაძეს ტრავმის კვალი და დაზიანებები არ აღენიშნება
დღეს დილით კი Forum.ge-სა და Facebook-ზე სანდრო ბრეგაძის შესახებ „ქართული მარშის“ პოსტზე არაერთი ფოტო გავრცელდა. გთავაზობთ ინტერნეტის გამოხმაურებას გუშინდელ ამბავზე: