Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დევდარიანია გვარად და იმიტომ, ჩემი ბავშვის ნათლიაც დევდარიანია - კვიციანის განმარტება

23 მარტი, 2018 17:21

პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, რომ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა, მას კენჭი დღევანდელ სხდომაზე მაინც უყარა. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოფიციალურად დევდარიანს არ მიუმართავს პარლამენტისთვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და ამიტომ მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე დააყენეს. 

ამის მიუხედავად, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობაზე ზვიად დევდარიანის კანდიდატურას სამმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

ესენი არიან: ემზარ კვიციანი, გრიგოლ მიქელაძე და გიგა ბუკია. 

„ლიბერალმა“ ემზარ კვიციანს დაუსვა კითხვა თუ რატომ დაუჭირა დევდარიანს მხარი. 

„დევდარიანია და იმიტომ, მეტი რა გითხრათ. რა თქმა უნდა, გვარის გამო დავუჭირე მხარი. დევდარიანი მყავს ბავშვის ნათლია. არ მიმეცა ხმა ?!" - უთხრა ლიბერალს კვიციანმა. 

გვარი და სოლიდარობა - ვინ რატომ დაუჭირა მხარი ზვიად დევდარიანს

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა, 17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^