Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირები: უბანი, რომელშიც ბრიგადა მუშაობდა, სავარაუდოდ, ავარიული იყო

26 მარტი, 2018 11:31

დღეს, გამთენიისას, უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის შუქრუთის მაღაროზე, სადაც მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. 

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

მათივე ცნობით, გამოსაკვლევია ისიც, ადგილი სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რატომ იყო გადაუმაგრებელი და რატომ მუშაობდა ბრიგადა ღია სამთო მასის ქვეშ. პროფკავშირებს ინფორმაცია სამთო მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით დარგობრივი პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიაწოდეს. 

როგორც „ლიბერალს“ საგანგებო მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^