Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარების მოთხოვნით მანიფესტი ვრცელდება

27 მარტი, 2018 22:03

სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარების მოთხოვნით მანიფესტი ვრცელდება.

მიმართვის ადრესატი საქართველოს პარლამენტი და მთავრობაა. 

*********

„სვანები არიან ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილი, ისინი მთლიანად ინტეგრირებულნი არიან თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და არ განიხილებიან როგორც ეთნიკური უმცირესობა. მიუხედავად იმისა, რომ სვანები გარკვეული ხარისხით ავლენენ „მკვიდრი მოსახლეობის“ ცალკეულ მახასიათებლებს, მთლიანობაში ზემოქმედების ქვეშ მოქცეული თემები არ აკმაყოფილებენ სრულად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დეფინიციას „მკვიდრი მოსახლეობის“ შესახებ და შესაბამისად, კრედიტორების „მკვიდრი მოსახლეობის“ პოლიტიკა არ ამოქმედდება“, – ვკითხულობთ ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამატებითი გარემოსდაცვით და სოციალური კვლევების დოკუმენტში (სოციალური ზემოქმედების შეფასება).

„ლიბერალთან“ საუბრისას „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ არ სურს კომპანიას, სვანები „აღიაროს“ როგორც „მკვიდრი მოსახლეობა“.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ხორციელდება მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიაზე, პროექტის შესრულებამდე კომპანიას სჭირდება მოსახლეობის წინასწარი თანხმობა. შემდგომ კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სჭირდებათ სპეციფიკური შესწავლა, კვლევა და განხილვა პროექტის განხორციელება - არ განხორციელებასთან დაკავშირებით.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“  და ასევე ყველა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს თავის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკაში აქვთ „მკვიდრი მოსახლეობის“ (Indigenous People“) პოლიტიკა.

იმისათვის, რომ ეთნიკური ჯგუფი აღიარონ, როგორც „Indigenous People“ კრედიტორების გაგებით, უნდა შესრულდეს ყველა შემდეგი კრიტერიუმი:

•1: თვითიდენტიფიკაცია განსხვავებული ადგილობრივი კულტურული ჯგუფის წევრებად და ასეთი იდენტიფიკაციის ცნობა სხვების მიერ;

• 2: კოლექტიური კავშირი გეოგრაფიულად განცალკევებული ჰაბიტატებთან ან საგვარეულო ტერიტორიებთან პროექტის საზღვრებში და ბუნებრივი რესურსებისადმი ამ ჰაბიტატებსა და ტერიტორიებზე;

• 3: წარმომავლობა მოსახლეობისაგან, რომელიც ტრადიციულად მისდევდა ნატურალურ (და ხშირად მომთაბარე) მეურნეობას და რომელთა სტატუსიც რეგულირდებოდა საკუთრივ თავიანთი ჩვევებით ან ტრადიციებით, ან განსაკუთრებული კანონებით ან რეგულაციებით;

• 4: დამახასიათებელი კულტურული, ეკონომიკური, სოციალური ან პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც განცალკევებულნი არიან დომინანტური საზოგადოებისა და კულტურის იმავე ინსტიტუტებისაგან;

• 5: ცალკე ენა ან დიალექტი, ხშირად განსხვავებული ქვეყნის ან რეგიონის ოფიციალური ენისაგან ან დიალექტისაგან.

ანგარიში ნენსკრაჰესზე: სვანები „მკვიდრი მოსახლეობის“ დეფინიციას სრულად არ აკმაყოფილებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^