19 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. სხდომას, რომელზეც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდნენ, საკრებულოს 28-დან 21 დეპუტატი ესწრებოდა და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციაა მობილიზებული
ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“