Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიცე-მერი: გენგეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იქით კვირაში გამოვაცხადებთ

29 მარტი, 2018 21:47

„ჩვენ იქით კვირაში გამოვაცხადებთ სააბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტთან დაკავშირებით, მანამ კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“,- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გენგეგმის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „სითი ინსტიტუტთან“ კონსულტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ჯგუფი მერიის პოზიციებს მიიღებს. 

მისი თქმით, მერია გადაწყვეტილებას დედაქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ვიცე-მერის განმარტებით, მათი მთავარი მიზანია, ქალაქს სრულყოფილი და შესრულებადი გენერალური გეგმა ჰქონდეს.

„ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ გენგეგმის ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, რომ გააგრძელოს ამ თემაზე მუშაობა.“. 

„დოკუმენტის მიღებით არ მთავრდება საქმე, დოკუმენტის მიღებით იწყება საქმის კეთება. ამიტომ დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი და არ უნდა ლახავდეს ადამიანების უფლებებს და ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

გენგეგმაზე მუშაობა სამი წელია, მიმდინარეობს. ამისთვის თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გადაიხადა. დოკუმენტის 5 ეტაპი დამტკიცებულია, საბოლოო ეტაპზე კი მერიამ ჯგუფი ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის 2017 წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა. „სითი ინსტიტუტს“ შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მიეცა. მერიაში ამბობენ, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით მათ კითხვები ჯერ კიდევ აქვთ.

მამუკა სალუქვაძე: ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო, ვფიქრობ, მერია გენგეგმას მიიღებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^