Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: გენგეგმა არ ჩავარდება, თუმცა იმავე გუნდთან ვიმუშავებთ თუ არა, ორშაბათს განვაცხადებთ

29 მარტი, 2018 23:48

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ ჩავარდება, მაგრამ იმავე გუნდთან, ანუ „სითი ინსტიტუტთან“ ერთად გააგრძელებენ თუ არა მუშაობას, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი.

როგორც დედაქალაქის მერმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მიღებული დოკუმენტი მაღალი ხარისხის იქნება.

„უამრავი შეხვედრა მიმდინარეობს „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან და კარგია, რომ მათ ამაზე დღეს ისაუბრეს და თავად თქვეს, რომ არის მნიშვნელოვანი თემები, რომელსაც სჭირდება დახვეწა, კვლევები და ა. შ. თუნდაც ტრანსპორტის საკითხში თვითონვე თქვეს, რომ ქალაქს მასტერპლანი არ გააჩნია, ანუ ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. შესაბამისად, ჩვენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რაც არის მოცემული, რომ კარგი იქნებოდა ქალაქის განივი განვითარება, რკინიგზის გადატანა, ხიდების გაკეთება, შეუძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება, თუ კვლევები არ ჩატარდება. ამიტომ ვამბობთ, რომ არის ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

მამუკა სალუქვაძე: ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო, ვფიქრობ, მერია გენგეგმას მიიღებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^