Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოკლედ► რა შენიშვნები აქვს მერიას თბილისის გენგეგმის პროექტზე

30 მარტი, 2018 15:27

თბილისის  მერიამ 27 მარტს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე შენიშვნები წარადგინა.

შეხვედრას გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარდგენილი პროექტი გააკრიტიკა.

27 მარტის საჯარო განხილვისას პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ, მერიის განცხადებების შემდეგ შეხვედრა დატოვა და განაცხადა, რომ მერიის წარმომადგენლებმა არ იციან, რას ნიშნავს გენგეგმა. მისი თქმით, შენიშვნები და მერიის მხრიდან განცხადებები არის უსამართლო. 

თავის მხრივ, „სითი ინსტიტუტმა“ გუშინ გამართა პრეზენტაცია და საზოგადოებას მათ მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარუდგინა.

შეხვედრის შემდეგ თბილისის  ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში გამოცხადდება მერიის საბოლოო გადაწყვეტილება გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ იქით კვირაში გამოვაცხადებთ სააბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტთან დაკავშირებით, მანამ კიდევ გაგრძელდება კონსულტაციები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება“, - თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „სითი ინსტიტუტთან“ კონსულტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ჯგუფი მერიის პოზიციებს მიიღებს.

პრეზენტაციის შემდეგ „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მამუკა სალუქვაძემ შეხვედრა შეაფასა და ბოლო შეხვედრას უფრო კონსტრუქციული უწოდა.

სალუქვაძის თქმით, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, გუშინ  საქმიანი შეკითხვები დაისვა მერიის მხრიდან. მისი განმარტებით, დღეს გარკვევით ითქვა, რომ ის 5 ეტაპი, რაშიც 2 მილიონი ლარია გადახდილი, დადებითად უნდა შეფასდეს.

„ეს იყო შეკითხვები იმ პრინციპულ საკითხზე, რომელიც მართლაც დასაფიქრებელია. ერთია, გენგეგმა მიიღოს მერიამ, ჩვენ შემდეგ პასუხისმგებლობას ვიხსნით და ვაბარებთ მერიას, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს გეგმა, ამაზე ყველაზე დიდი საფიქრალია თბილისის მერიის მხრიდან. ძალიან სიმპტომატური იყო ის, რაც ითქვა, ამ კითხვის სახით დასმული - როგორ განვახორციელოთ 100%-ით ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ. შეიძლება, 100%-ით არ შესრულდეს, არც წინა გენგეგმები შესრულებულა, არც სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში განხორციელებულა 100%-ით, მაგრამ მაქსიმუმი რომ მიიღოს ქალაქმა, ყველა ჩვენგანი ელოდება ამას“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მოგვიანებით, „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ ჩავარდება, მაგრამ იმავე გუნდთან, ანუ „სითი ინსტიტუტთან“ ერთად გააგრძელებენ თუ არა მუშაობას, ეს ორშაბათს გახდება ცნობილი.

რა შენიშვნები ჰქონდა მერიას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე

27 მარტს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე შენიშვნები თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა საზოგადოებას.

მისი თქმით, გენგეგმა შედგება 6 ეტაპისგან და შენიშვნების ძირითადი ნაწილი მოდის მეექვსე ეტაპზე.

  1. სარეკრეაციო ზონები და მწვანე უბნები

ელოშვილის თქმით, გენგეგმის პროექტში ქალაქში მწვანე ნაწილის მატება სატყეო ნაწილის მატებიდან გამომდინარებოს, რაც მისასალმებელია, თუმცა საკუთრება და სხვა დეტალები შესასწავლია, ამასთან, ქალაქის შიდა არეალებში იგნორირებული და გამქრალია მწვანე არეალები.

  1. მდინარე და ქალაქი

ელოშვილი პრეზენტაციისას აღნიშნავდა, რომ გენგეგმით განსაზღვრულია ქალაქისა და მდინარის შეკავშირება, სარეკრეაციო ზონების მოწყობა და ა.შ. მაგრამ წერია, რომ გასაკეთებელია მწვანე სტრატეგია, საჭიროა მდინარეების არეალების დადგენა, შესასწავლია ხევები, ჰიდროლოგია და ა.შ. ელოშვილის თქმით, გენგეგმაში არ არის მოცემული ის ნაწილი,  თუ რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დარჩენილ კვლევებზე მთლიან პასუხიმგებლობას ქალაქის მთავრობას აკისრებს.

  1. შეკავშირებული ქალაქი

პრეზენტაციისას  მერიას შენიშვნები ამ ნაწილშიც ჰქონდა. მათი თქმით, შეკავშირებული ქალაქის ძირითადი პოსტულატი არის ის, რომ უნდა მოეწყოს ახალი მაგისტრალი რკინიგზის გასწვრივ და ქალაქის განივად უნდა შეკავშირდეს. მაგრამ არ არის მოდელირებული ეს გეგმა. მისი თქმით,  გენგეგმაში არ არის მაგისტრალის გეგმა. ელოშივილის აღნიშნავს, რომ მერია ეწინააღმდეგება ქალაქის განვითარების მსგავსად, რადგან ასეთ შემთხვევაში აქცენტი ავტომობილებზე გადადის, რაც ეწინააღმდეგება მწვანე ქალაქის კონცეფციას.

  1. რკინიგზა

მიწათსრაგებლობის გენერალურ გეგმაში  განხილულია რკინიგზის საკითხიც, სადაც აღნიშნულია რომ რკინიგზა უნდა გადავიდეს, რადგან მავნე ნივთიერებების ქალაქზე გატარება არის საფრთხისშემცველი. მის ადგილას კი უნდა მოეწყოს სამგზავრო ესტაკადა და მსუბუქი სარკინიგზო ხაზი.

ელოშვილის თქმით, ეს ნაწილიც არ არის დაფუძნებული კვლევებზე და გენგემამ ვერ დაარწმუნა მერია ამ გადაწყვეტილების მართებულობაში, მაშინ როცა ექსპერტები საუბრობენ, რომ ქალაქის გრძივი განვითარებისთვის ჩიხური სადგურები არის ცუდი.

  1. კომპაქტური ქალაქი

მერიის შენიშვნები შეეხო გენგეგმის იმ ნაწილსაც, სადაც საუბარია კომპაქტურ ქალაქზე. გენგეგმაში წერია, რომ განაშენიანება არსებული ქალაქის გარეთ არ უნდა გავიდეს, მშენებლობა უნდა გაგრძელდეს ქალაქში და ქალაქი უნდა იყოს პოლიცენტრული, გამოყენებული უნდა იქნას ბრაუნფილდები. მერიის გენგეგმის მიმართ შენიშვნები ამ ნაწილში შეეხებოდა, იმას, რომ არ არს ახსნილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ჩანაცვლება და მსგავსად განვითარება ქალაქის. ელოშვილის თქმით, გენგეგმა სთავაზობს ქალაქს იდეას დანარჩენი ნაწილი კი შესასწავლია.

შენიშვნების შემდეგ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ მერიას მანამდე არ მოუსმენია გენგეგმის ავტორთა ჯგუფის პრეზენტაცია და მათ არ იციან, სადამდე მიდის გენერალური გეგმა და რას ნიშნავს რეგულირების გეგმა. შესაბამისად, მისი თქმით, წარმოდგენილი შენიშვნები იყო უსამართლო: გენერალურ გეგმას უნდა მოჰყვეს რეგულირების გეგმა, რომელიც კონკრეტულად წყვეტს რიგ საკითხებს.

 „გენერალური გეგმა ნამდვილად გახლავთ ის უმთავრესი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა განვითარდეს ქალაქი, მაგრამ მას უნდა მოჰყვეს რეგულირების გეგმები, რადგან კონკრეტულ გადაწყვეტებს ის იძლევა. ყველა ჩვენი მითითება, რომ რაღაც საკითხი უნდა ყოფილიყო შემდეგ კონკრეტულად რეგულირების გეგმით გადაწყვეტილი, არის აუცილებელი წინაპირობა ქალაქის განვითარებისთვის.

გენგეგმაზე მუშაობა სამი წელია, მიმდინარეობს და პროექტისთვის  2 800 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან და აქედან გახარჯულია 2 000 000.

ნახეთ ვრცლად „სითი ინსტიტუტის“ პრეზენტაცია: 

ვიდეო ► თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმის ჯგუფს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^