Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა პეკინის ქუჩის დამაკავშირებელი ველობილიკის ტენდერი ჩავარდა

30 მარტი, 2018 15:24

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა პეკინის ქუჩის დამაკავშირებელი ველობილიკის ტენდერი ჩავარდა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს.

სატენდერო პირობების თანახმად, ველობილიკი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან უნდა დაწყებულიყო, გაევლო სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი და პეკინის ქუჩაზე დამთავრებულიყო, სადაც არსებულ ველობილიკს უნდა მიერთებოდა.

საპროექტო ველობილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ იყო, ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით - 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე - 3 მ.

წინადადებების მიღება 2-დან 5 მარტამდე გრძელდებოდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 860 ლარი იყო.

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის ქუჩამდე ველობილიკი მოეწყობა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^