Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა უნდა აღიაროს

02 აპრილი, 2018 21:16

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის რეგულირებას უარყოფითად აფასებს და მიუთითებს, რომ ამ ფონზე მნიშნელოვანია, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სახელმწიფომ სამოქალაქო პარტნიორობა აღიაროს. 

ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.

„საქართველოში მცხოვრები ლგბტ+ პირებისთვის კვლავ დღის წესრიგში დგას განათლების, დასაქმების, შრომის, სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების საკითხები. სამწუხაროდ, პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, ხშირად არ ითვალისწინებს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით თემის წევრები ვერ ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს, იმის შედეგია, რომ თემის წევრები არ არიან საკმარისად ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში" - ნათქვამია ანგარიშში. 

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ქორწინების ფორმულირების ცვლილებას მხარი დაუჭირა. ახალი რედაქციით, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა,  ქორწინება შემდეგნაირად განიმარტება: ქორწინება , როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარებამეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასადა ნებაყოფლობას.

ომბუდსმენის ანგარიში: სახელმწიფო ლგბტ პირთა მიმართ ძალადობას სათანადოდ ვერ პასუხობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^