საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) მოწვეულ პროფესორ, ზაზა სიამაშვილთან ფეისბუქზე ქალებისადმი შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო სამუშაო კონტრაქტი შეწყვიტა.
როგორც „ლიბერალს“ GIPA-ში განუცხადეს, საკითხი წარედგინა რექტორატს განსახილველად, მსჯელობის შედეგად რექტორის ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური კომისია. კომისიამ იმსჯელა და დაადგინდა, რომ უხეშად დაირღვა უნივერსიტეტის ეთიკისა და ქცევის კოდექსი. დისციპლინურმა საბჭომ მოუსმინა ზაზა სიამაშვილსაც. რექტორატმა გაითვალისწინა საბჭოს რეკომენდაცია და უნივერსიტეტმა სამუშაო კონტრაქტი შეწყვიტა ზაზა სიამიშვილთან.
„მან გააკეთა ისეთი განცხადება, რაც შეუფერებელია ლექტორის სტატუსთან და აყენებს ზიანს უნივერსიტეტის ან სტუდენტის პატივს, ღირსებას ან რეპუტაციას. მან დაარღვია კიდვ ერთი პუნქტი, რაც გულისხმობს საერთო საუნივერსიტეტო ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობას“, - განუცხადეს „ლიბერალს“ GIPA-ში
„რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი „ვითომ" ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი „შესავიწროვებელი" ვერ დავლანდე.... ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს.... არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!", - წერდა ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში.