Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დათო ხარშილაძე სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

12 აპრილი, 2018 15:49

„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დათო ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, უდანაშაულოდ ცნო.

სააპელაციო სასამართლოში მისი საქმე მოსამართლეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით განიხილა: მანუჩარ კაპანაძე, მურმან ისაევი, ნათია ბარბაქაძე;

ხარშილაძეს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). 

საქალაქო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ 20 სექტემბერს გამოიტანა. 

დათო ხარშილაძე აცხადებს, რომ წაყენებულ ბრალში უდანაშაულო იყო და მას ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს" - რა წერია დათო ხარშილაძის გამამართლებელ განაჩენში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^