Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორგანიზაციები „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის" პროკურატურას მიმართავენ

12 აპრილი, 2018 11:56

„საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის" ინიციატივით, პროკურატურაში 12 ორგანიზაცია განცხადების შეტანას გეგმავს.

მათი თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც უკავშირდება „რელიგიური გრძნობების, პიროვნულ და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფას, საგანგაშო სახე მიიღო". ,ათი აზრით, აშკარაა, არაერთი შეურაცხყოფა მართლმადიდებლური რელიგიის მიმართ. დარღვეულია სიტყვის თავისუფლება.

„კერძოდ ბოლო პერიოდში სისტემატიური სახე მიიღო კომპანია „აიისას" მიერ პრეზერვატივზე გამოსახული წმინდა თამარ მეფის, ქართლის დედის, ბაგრატოვანთა გერბის და რელიგიური დღესასწაულების გაშარჟებამ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის" მიერ მოხდა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდირება და მომზადდა ერთობლივი განცხადება, რომელსაც 12 აპრილს 17:00 საათზე შეიტანენ მთავარ პროკურატურაში", - ვკითხულობთ „საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი თქმით, ორგანიზაციის მიერ ასევე მომზადდა განცხადება ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდეტთან დაკავშირებით, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველებსა და ნიგერიელ მოქალაქეებს შორის. საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ მთავარ პროკურატურას რათა გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, მიკერძოების გარეშე და დეტალურად იქნას გამოძიებული ინციდენტის დაწყების მიზეზები. 

საპატრიარქო პრეზერვატების ქართულ ბრენდ „აიისას" მორწმუნეების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ვიდეო► სასულიერო პირი „აიისას" პრეზერვატივებზე: ეს ნაგავი უნდა დაიწვას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^