შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან, თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს.
ელიზბარაშვილის თანამშრომელზე ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ თანამშრომელს თავში „ემოციურად წამოუთაქა“, რადგან ეს უკანასკნელი ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა.
"პოლიცია მოვიდა და იმის მაგივრად რომ გაერკვიათ, ვინ ატვირთა სოციალურ ქსელში ის სამ წუთიანი ამონარიდი, ვინ დაამონტაჟა და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, დაინტერესდნენ იმით, ჩემს თანამსრომელს, რომლიც შემთხვევის ადგილზე გამოვიძახე და მორგეობისას ნასვამი მოვიდა, თავში წამოვარტყი, და ამის გამო თურმე მოკვლევა დაიწყეს. მოკვლევა კი არა, რაც გინდა ის დაიწყონ ჩემო კარგო" - გვითხრა თამაზ ელიზბარაშვილმა.
"ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ჩემი შემოსავლის 60% თავშესაფარს მოვახმარო, ჩვენი უმეტესობა ღორი ბიზნესმენებივით ვივლი კაზინოებში, რესტორნებში, სხვადასხვა გასართობ ადგილებში, ვიმოგზაურებ აქეთ-იქით ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. თქვენ ჩემნაირი კაცი რაში გჭირდებათ? არ გჭირდებათ". - გვითხრა ელიზბარაშვილმა.
მისი თქმით, თავშესაფრის საკითხი მას საბოლოოდ ჯერ არ გადაუწყვეტია (დახურავს თუ არა), და ფიქრის პროცესშია.
ვიდეო ► თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს ურტყამს და აგინებს - რას ჰყვება ყოფილი თანამშრომელი