Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანელიძე: სირიაზე სარაკეტო დარტყმა იყო საჭირო პასუხი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

14 აპრილი, 2018 13:02

დასავლეთის ქვეყნების მიერ სირიის დაბომბვას Twitter-ზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მისი თქმით, ეს იერიში იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ასადის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

„აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში სირიაზე დღეს მიიტანეს. „მე ვუბრძანე შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, რომ სირიის დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის ქიმიური იარაღის ინფრასტრუქტურაზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

სირიის დაბომბვა გამთენიისას დაიწყო და შვიდწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში, ეს სარაკეტო იერიში ყველაზე მასშტაბური შეტევაა დასავლეთის მხრიდან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ. ტრამპის განცხადებით, ეს არის პასუხი ქალაქ დუმაში სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

„ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა ერმა გამოიყენა თავისი სამართლიანი ძალა ბარბაროსობისა და სისასტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა ტრამპმა.

სარაკეტო იერიში სირიაზე - რა დაბომბეს ამერიკელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^