Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რესპუბლიკელები": სოფო კილაძეს წარმოდგენა არ აქვს პარლამენტის როლზე სეკულარულ სახელმწიფოში

24 აპრილი, 2018 21:46

„რესპუბლიკური პარტია" ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებას რელიგიური შუღლის გაღვიღვების ხელშეწყობად აფასებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის თანამდებობის პირების განცხადებების არაკვალიფიციურობა და საკუთარი როლის გაუაზრებლობა სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ავიწყდებათ, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ და გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ, როგორც მოქალაქეებმა და არა, როგორც მრევლის წარმომადგენლებმა. საკუთარი უცოდინრობით შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლებს, სხვა აღმსარებლობის და აღმსარებლობის გარეშე მყოფ მოქალაქეებს.

განსაკუთრებული საფრთხეა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძისა და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის, განცხადებები. ისინი საკუთარი ზედაპირულობით და ფარისევლობით ეჭვქეშ აყენებენ საქართველოს კონსტიტუციას, როგორც სახელმწიფოებრიობის უზენაეს ღირებულებას და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს.

ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელმძღვანელები - ადამიანის უფლებები და განათლება - ავლენენ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომას, რაც აბსოლუტურად არათავსებადია თანამედროვე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან.

სოფიო კილაძის დღევანდელი განცხადების სულისკვეთება ნათლად წარმოაჩენს, რომ მას წარმოდგენა არა აქვს რელიგიაზე, სახელმწიფოზე და პარლამენტის როლზე სეკულარულ სახელმწიფოში. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯომარეს შევახსენებთ, რომ სიტყვები „რაღაც ფორმით უნდა დარეგულირდეს“ ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ადასტურებს, რომ მას არც ადამიანის უფლებების და არც სისხლის სამართლის უზოგადეს პრინციპებზე წარმოადგენაც კი არა აქვს.

ასეთი განცხადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში საპატრიარქოსა და ხელისუფლებას ურთიერთშეზრდის პროცესსა და პოლიტიკური კორუფციის არსებობას. სამწუხაროდ, ამ პროცესს არ ემიჯნება ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი, და არ უწევს წინააღმდეგობას არც ერთი პოლიტიკური პარტია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ტენდენციებს.

მოსალოდნელი არჩევნების წინ მსგავსი ინიციატივების ინტენსივობა და საპატრიარქოს მორიგი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც, ქართული ოცნება ინარჩუნებს წინასაარჩვნოდ საპატრიარქოს იერარქების კეთილგანწყობას, ასევე, საპატრიარქო მზადაა აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივმართავთ „ქართული ოცნების" პარტიის თავმდჯომარეს, გიორგი კვირიკაშვილის, გენერალურ მდივანს კახი კალაძეს და აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს აიღონ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოხატულ საშიშ პოზიციაზე და მათი შესაძლებლობის ფარგლებში შეაჩერონ ეს პროცესი.

P.S. დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა განიხილა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ინიციატივის თანახმად, დასჯად ქმედებად ცხადდება რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას. პასუხისმგებლობის სახით შემოთავაზებულია თავისუფლების აღვკეთ ერთ წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტი ემზარ კვიციანს ინიციატივის დასახვეწად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^