Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: მზად ვარ ჩავერთო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვაში

25 აპრილი, 2018 14:17

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზაობას გამოთქვამს, ჩაერთოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვასა და დისკუსიებში.

„ამ საკითხის, პირველ რიგში, შესაბამისი კომიტეტი განიხილავს და მეც მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო განხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში. საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. მთავარია კარგად დამუშავდეს ეს საკითხი და ამის საფუძველზე ჩავერთვები ამ დისკუსიებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. თუმცა კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროექტი დასახვეწია და ამისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაა საჭირო.

კომიტეტი ემზარ კვიციანს ინიციატივის დასახვეწად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

ემზარ კვიციანი სისხლის სამართლის კოდექში 155-ე პრიმა მუხლის დამატებას მოითხოვს - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორის თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულია მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფა. სწორედ ეს გახდა მისი ინიციატივის საფუძველი.

„რამდენიმე წელია „სიტყვისა და გამოხატვის თვისუფლების“ საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ“, - წერია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ინიციატორი იურისტი ზვიად ტომარაძეა. 

პარლამენტში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ემზარ კვიციანის ინიციატივას განიხილავენ

„რესპუბლიკელები": სოფო კილაძეს წარმოდგენა არ აქვს პარლამენტის როლზე სეკულარულ სახელმწიფოში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^