Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნენეს დედა: ფრანგმა ექიმებმა გვითხრეს, ასეთი რამ აფრიკის ქვეყნებშიც აღარ ხდება

25 აპრილი, 2018 19:26

დღეს „რუსთავი 2“ იმ ბავშვის მშობელს ესაუბრა, რომელსაც 1 წლის წინ იაშვილის კლინიკის ექიმებმა ოპერაციის დროს სხეულში, სავარაუდოდ, დოლბანდი ჩაუტოვეს. მშობელი ახლაც საფრანგეთში იმყოფება და ტელეკომპანიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა. მშობლის თქმით, ფრანგმა ექიმებმა დოლბანდი ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.

„პროფესორმა გადაწყვიტა, რომ ნენე საოპერაციოში შეეყვანა და მისი ორგანოები დაეთვალიერებინა. 5 საათის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. ექიმი გამოვიდა და მითხრა - აი, ნახე, ტამპონი გამომიტანა თვითონ. აი, ნახე, უბრალოდ, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა სტანჯავდა. გაოგნებული დავრჩით იმიტომ, რომ ბავშვს 2 თვის ასაკში ჩაუტარდა ეს ოპერაცია იაშვილის კლინიკაში. აქ რომ ჩამოვედით, ბავშვი 1 წლის და 2 თვის იყო - ზუსტად 1 წლის მერე აღმოაჩინეს ეს ტამპონი ბავშვის მუცელში. 2 თვის 2 კგ-იანი ბავშვი, რომელმაც ამხელა ოპერაცია გადაიტანა, რასაც ექიმი არ ელოდებოდა, რომ გადაიტანდა, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს. მას გადასარჩენი ოპერაცია კი არა, დამღუპველი ოპერაცია ჩაუტარდა. ასეთი რაღაც, რაც თქვენ დაგემართათ, აფრიკის ქვეყნებში აღარ ხდება, საიდან ჩამოხვედიო“, - ამბობს ლია ალიბეგაშვილი. 

ოჯახს სამართლებრივად საია ეხმარება. საიას იურისტის თქმით, წინაპირობები არსებობს, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. 

მშობელი იაშვილის კლინიკას 2 წლის შვილის სხეულში დოლბანდის ჩარჩენის გამო უჩივის

„ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილება იძიებს. უწყების ინფორმაციით, მათ საჩივრით ბავშვის მამამ აპრილში მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

„ლიბერალი“ იაშვილის კლინიკასაც დაუკავშირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მზად არიან რეგულირების სააგენტოსთან სათანამშრომლოდ. ჯერჯერობით, კლინიკაში პაციენტი იდენტიფიცირებული არ ჰყავთ და ამბობენ, რომ ამ ფაქტზე მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს. კლინიკაში მიაჩნიათ, რომ სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანია იმ კლინიკიდან ინფორმაციის/ მტკიცებულებების მიღება, რომელთა ზედამხედველობის ქვეშაც, სავარაუდოდ, მოხდა იაშვილის კლინიკის მიერ დაშვებული სამედიცინო შეცდომის იდენტიფიცირება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^