პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამავე დროს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება. ამის შესახებ, პრემიერმა „ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მისთვის, როგორც ქვეყნის პრემიერისთვის ეს ფაქტი მისასალმებელია.