Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იაშვილის კლინიკამ ინსპექციას შრომის უფლებების შემოწმებაზე უარი უთხრა

27 აპრილი, 2018 18:19

13 იანვარს, „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრმა“ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანა და იაშვილის სახელობის კლინიკაში შრომის პირობებთან ერთად, შრომის უფლებების შესწავლა მოითხოვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ 2017 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე იაშვილის კლინიკიდან 100-მდე თანამშრომელი რეორგანიზაციის გამო გაათავისუფლა.

კლინიკა შრომის პირობების შესწავლას დათანხმდა, თუმცა, ადმინისტრაციამ სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს შრომის უფლებების(რომელიც თანამშრომელთა შრომით დოკუმენტაციის შესწავლასაც გულისხმობს) შესწავლაზე უარი უთხრა - ამ ინფორმაციას სამინისტროშიც ადასტურებენ. 

შრომის უფლებების შესწავლის მანდატი ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის 1 იანვრიდან, სპეციალური პროგრამით მიენიჭა. იქამდე აღნიშნულ დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ პირობების შემოწმება შეეძლო. 

თუმცა, ძალაში რჩება წინასწარი ნებართვის აღების პრინციპი - ანუ, შრომის ინსპექციას დამსაქმებლის შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კომპანიისგან წინასწარი ნებართვა აქვს. შესაბამისად, იაშვილის კლინიკას სამინისტროსთვის უარის თქმის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, "ლიბერალი" დაინტერესდა - რატომ არ დაუშვა კლინიკამ, რომ ინპექციის მონიტორებს იაშვილის თანამშრომელთა უფლებებიც შეესწავლათ. ამ კითხვით საავადმყოფოს ადმინისტრაციას მივმართეთ, მაგრამ შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხი ვერ მივიღეთ.

კლინიკის იურისტის განმარტებით, "რადგან ამ შემოწმების ინიცირების მიზეზი კლინიკაში განხორციელებული რეორგანიზაცია და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა იყო, თავად რეორგანიზაციასთან და თანმშრომლებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კლინიკამ შრომის ინსპექციას მათ მიერ მოთხოვნილი სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასცა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხის შესწავლის (მათ შორის,  შრომითი უფლებების) შესაძლებლობა სრულად აქვს შრომის ინსპექციას", - აღნიშნავენ კლინიკაში. 

დღეს, 27 აპრილს, „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი” კიდევ ერთხელ მიმართავს შრომის ინსპექციას კლინიკის შრომითი უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების შედეგად  მიღებული დასკვნა უმოკლეს ვადაში მიაწოდოს: "რომელსაც ჩვენ მიღებისთანავე გავასაჯაროვებთ, რათა მ. იაშვილის კლინიკაში არსებული პერსონალის მძიმე შრომით პირობებზე, საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რაც თავის მხრივ პაციენტების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - წერია "სოლიდარობის ქსელის განცხადებაში".

ამავე თემაზე: შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი მიენიჭა

„სოლიდარობის ქსელი“ იაშვილის კლინიკაში პერსონალის შრომის უფლებების შესწავლას მოითხოვს

იაშვილის კლინიკიდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს

იაშვილის კლინიკის სანიტარი - „დირექტორი თავის სახლს და აგარაკს გვალაგებინებს“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^