„არა ესტაკადას - იპოდრომი ჩვენია!“,- ძველი თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ვინაიდან 19 აპრილს გამართულ აქციას მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას აგრძელებენ.
„19 აპრილს ჩვენ მიერ გამართულ აქციას არ მოჰყვა სათანადო რეაგირება მერიის მხრიდან. მიუხედავად ყველა ჩვენი ძალისხმევისა მერიას არ სურს ჩვენთან შეხვედრა და ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის დასაბუთების წარმოდგენა.
ხსენებული პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების ახლოს ამჟამად უკვე დაწყებულია.
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი მედიის საშუალებით გამოეხმაურა ჩვენს აქციას და განაცხადა, რომ მერიას კარგად აქვს გააზრებული ყველა ის პროექტი, რომელსაც ახორციელებს და რომ ისინი არ შეაჩერებენ პროექტის მშენებლობას. თუმცა მერის მოადგილემ არ დაამტკიცა, თუ კონკრეტულად რა კვლევაზეა დამყარებული ცინცაძისა და კარტოზიის ქუჩების კვეთაზე დაწყებული ესტაკადის მშენებლობა. შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ საპროტექსტო აქიეციების გამართვას“,- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
ძველი იპოდრომის მიმდებარედ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე მერია ახალი სატრანსპორტო ესტაკადის აშენებას აპირებს. ესტაკადის მშენებლობისთის 2 მლნ 700 ათასი ლარია გამოყოფილი და 5 თვეში დასრულდება.
რატომ ეწინააღმდეგებიან ძველ იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობას
ესტაკადის მშენებლობას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაციამ „იარე ფეხით“ 19 აპრილს თბილისის მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
►LIVE „ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება