Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზედოზირების შემთხვევები - რა არის სახელმწიფოს როლი

01 მაისი, 2018 17:38

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, მოქალაქეების, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების შესახებ.

ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 ადამიანის გარდაცვალების შესახებ დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

მედიასაშუალებებით, აგრეთვე,  ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ინტოქსიკაცია შესაძლოა, გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - მეფედრონით. მათი თქმით, აღნიშნული ნივთიერება ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდის საშუალებითაა ხელმისაწვდომი. პროფესიულ წრეებში ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა იყოს ფენტანილი, სინთეზური ოპიოიდი; დარგის სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა დაადგინონ, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, შემდეგ კი საზოგადოებას რისკის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

„ლიბერალთან“ საუბრისას მოძრაობის აქტივისტი დათო სუბელიანი ამბობს, რომ ამგვარი ნარკოტიკის შეძენის ერთ-ერთი ძირითადი გზა სხვადასხვა ონლაინარხია. რეკლამა მომხამარებელს მიეწოდება სხვადასხვა აპლიკაციით, სადაც ნარკოტიკის დასახელება, ძირითადად, არაზუსტია. მისი თქმით, აპლიკაციებში ხშირად ჰქვია ხოლმე ამფეტამინი და იქვე მიწერილი აქვს სხვადასხვა გავრცელებული დასახელება და არა რეალური სახელი.

მისი თქმით, მეტწილად, მომხმარებელთა უმეტესობამ იცის, რომ ეს ამფეტამინი არაა და არის ამფეტანილის მსგავსი ნივთიერება, ე.წ. ბიო ამფეტამინებსაც უწოდებენ მას. ერთი მხრივ, გვაქვს ვითარება, რომ მომხმარებელი რისკავს და მაინც მოიხმარს ისე, რომ არ იცნობს იმ რისკს, რომელიც მოხმარებას ახლავს და არ იცის, კონკრეტულად რას მოიხმარს;

სუბელიანის თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ყიდულობენ ისეთ ნივთიერებას, რომელსაც არ ელი და მასში გარეულია სხვადასხვა ნივთიერება.

„მაგალითად MDMA-სა და ექსტაზის სახელქვეშ იყიდება ისეთი ნივთიერებები, რომელშიც გარეულია სხვა ნივთიერებები. ანალიზი რომ კეთდებოდეს, ვნახავდით, სხვა რა შემცველობა ექნებოდა მაგ. ექსტაზის ნატეხს. ლიტერატურაში რომ ვნახოთ, ექსტაზში ძალიან ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა მინარევი, მთელი რიგი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც იაფია მწარმოებლისთვის, ამით აბევრებს MDMA-ით და ექსტაზად წოდებულ პროდუქტს და ყიდის მას ასე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი მოტყუებულია. გამოდის, რომ შენ ყიდულობ ნივთიერებას, რომელიც გამოიყურება როგორც MDMA, ექსტაზი, ფერი, სუნი, აქვს როგორც MDMA-ს, ექსტაზს. არც კი ფიქრობ, რომ შეიძლება მასში შედიოდეს დამატებითი ნივთიერებები, რამაც მოხმარების შემდგომ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს“, - ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევებში რა მოხდა, დაზუსტებით ვერავინ ამბობს. საუბარია, რომ ვიღაცებმა MDMA იყიდეს და მასში აღმოჩნდა ის ნივთიერება, რომელმაც მოწამლა.

„ესეც ზუსტად არ ვიცით, ვინაიდან ჯანდაცვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს საკითხი არ აინტერესებს, არ იკვლევს და არ გვაძლევს მონაცემებს, არ აკეთებს ზიანის შემცირებას ამ კუთხით“, - ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით, სამართლიანად ჩნდება ეჭვი შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართითაც - როდესაც ასეთი ორგანიზებული არხები არსებობს, დგანან თუ არა ამის უკან კონკრეტული ადამიანები, ვინც ამას მფარველობს. მისი თქმით, მაშინ როდესაც შსს-ს ძირითადი მოქმედებები მიმართულია მომხმარებლის დევნაზე, ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ათობით ასეთი არხი არსებობს, სადაც ნარკოტიკი იყიდება და არხები ძალიან წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას.

სუბელიანის რეკომენდაციით, მომხმარებელმა მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ისეთი ნარკოტიკის მოხმარებას, რაზეც არსებობს ეჭვი და კითხვის ნიშანი, თუ რა შეიძლება იყოს.

ასევე, არ დარჩნენ მარტო, არ ჩაიძინონ, მუდმივად უნდა იყოს ვიღაც მათ გვერდით და დროულად, პირველივე ნიშნებზე გამოიძახონ სასწრაფო დახმარება.

„ხშირია ხოლმე, რომ როდესაც ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს, ჰქონიათ, რომ დროებითი მოვლენაა და გაუვლით. არ მოტყუვდნენ ამით. ერთი ცუდად გახდომის შემდეგ თუ მოკეთდებიან, სამედინიცო დახმარებას მაინც უნდა მიმართონ. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, სითხის მიღება, გადახურების თავიდან ასაცილებლად, ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც შველა მარტივად შეიძლება, რომ მოითხოვონ და ა.შ.“ - ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით, ნარკოტიკული ინტოქსიკაციისა და  ზედოზირებით სიკვდილით მსგავსი ფატალური შემთხვევები ქვეყანაში არსებული რესპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგია -  რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ახალისებს შავ ბაზარს, სადაც ნაკლებად არის დაცული მომხმარებელი. ამასთან, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ძნელია ადამიანებთან მუშაობა, პრევენციის, ზიანის შემცირების მიზნით, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, მალავენ სტატუსს.

სუბელიანის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც რეპრესიული პოლიტიკა ზრუნვაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეცვალეს, გაადვილდა მომხმარებელთან ურთიერთობა.

 „რატომ იქნებოდა უკეთესი მდგომარეობა სხვა ნარკოპოლიტიკის პირობებში“, - „ლიბერალთან“ საუბრისას ექიმი-ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი პოლიტიკის ფარგლებში არის დისბალანსი ძალოვან ღონისძიებებსა და დახმარების ღონისძიებებს შორის; რესურსების ძირითადი ნაწილი გადამისამართებულია დევნასა და დასჯაზე და არ გვყოფნის საგანმანათლებლო, ზრუნვისა და პრევენციულ პროგრამებზე.

„სხვა ნარკოპოლიტიკის პირობებში კი იქნებოდა შესაძლებლობა, კარგად შეგვესწავლა, რა ნივთიერებები ტრიალებს ბაზარზე, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი მოხმარება. შესაძლებელი იქნებოდა, რომ ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ საფრთხეების შესახებ, რათა მათ შეძლონ თავიდან აიცილონ ისინი; მიგვეწოდებინა ინფორმაცია დახმარების გზების შესახებ და, აგრეთვე, ბევრი ადამიანი გადაგვემისამართებინა იქ, სადაც მათ დაეხმარებოდნენ, უმკურნალებდნენ და ა.შ. ეს არის ის უკეთესი პირობები, რომელიც სხვა ნარკოპოლიტიკის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა. დღეს ამ ყველაფერზე რესურსი არ გვყოფნის, ვინაიდან რესურსს „ჭამს“ დევნა, დასჯის მექანიზმები.“, - ამბობს ოთიაშვილი.

მისი თქმით, საჭიროა როგორც ერთეული შემთხვევების, ასევე ზოგადი ტენდენციების შესწავლა; ქვეყანა უნდა აგროვებდეს და აანალიზებდეს ინფორმაციას და ამ ანალიზის საფუძველზე  შეიმუშავებდეს მიდგომებს - როგორ დავიცვათ ადამიანები ამ რისკებისგან.

 „ახალი ტექნოლოგიების, ინტერნეტის პირობებში სხვადასხვა ნივთიერება დღესაც შემოდის და ხვალაც შემოვა, თუმცა საუბარია იმაზე, რომ [სხვა ნარკოპოლიტიკის პირობებში] ადამიანები, პოტენციური მომხმარებელი და პროფესიონალები გაცილებით უფრო მეტად მომზადებულები იქნებიან ამ რისკებისა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ  რისკების პრევენციისა და დახმარების გასაწევად.  დღეს ამ მიმართულებით არ იხარჯება საკმარისი რესურსი, იმიტომ, რომ არ ჰყოფნით; იმიტომ, რომ უნდა სდიონ ათობით ათას ადამიანს, ამოწმონ ნარკოტიკების მოხმარებაზე და შემდეგ გაუშვან ციხეში. იმაზე კი, რომ ეს პირველი ნაწილი აკეთონ [მონიტორინგი, შესწავლა], არც ფული და არც ადამიანები არ ჰყოფნით“, - ამბობს ოთიაშვილი.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარით

„თეთრი ხმაური" ნივთიერება მეფედრონის მოხმარების რისკებზე რეკომენდაციებს ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^