Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეზინფორმაცია და მანიპულირება - ნარკოპოლიტიკის ექსპერტების პასუხი ექიმ გიორგი კანდელაკს

02 მაისი, 2018 17:17

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე სამედიცინო და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლები პარლამენტში გასულ კვირას ნარკოპოლიტიკაზე გამართულ შეხვედრას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მომხსენებელმა გიორგი კანდელაკმა [ექიმი-ინფექციონისტი] აუდიტორიას პორტუგალიასა და ჩეხეთში დეკრიმინალიზაციის შემდგომი მონაცემები შერჩევით, უხეში მანიპულირებისა და ტენდენციური ინტერპრეტაციით მიაწოდა. 

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ადამიანებისთვის დაუშვებელია საზოგადოების დეზინფორმირება და სხვა ქვეყნებში განხორციელებული რეფორმის დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამართლებას და მისი შეცვლის აუცილებლობის ეჭვქვეშ დაყენებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სამედიცინო და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი მანიპულატორული მიდგომა მიუღებელია და გიორგი კანდელაკს პასუხი წერილობით გასცეს. საკითხზე ხვალ საგანგებო ბრიფინგიც გაიმართება.

2018 წლის 28 აპრილს პარლამენტში შედგა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეხვედრა, რომელზეც მომხსენებელმა, გიორგი კანდელაკმა გამართა პრეზენტაცია „ნარკოდეკრიმინალიზაცია - ლამაზი მითი და სავალალო რეალობა”.

„ავტორმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ანალიტიკური ნაშრომი „ნარკოდეკრიმინალიზაციის შედეგების ანალიზი პორტუგალიისა და ჩეხეთის მაგალითზე". ორივე შემთხვევაში ავტორი ეყრდნობა ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების ცენტრის (EMCDDA) მონაცემებს და ცდილობს, დაამტკიცოს, თუ როგორი ნეგატიური შედეგები მოიტანა ნარკოპოლიტიკის რეფორმამ პორტუგალიის 2001 წლის და ჩეხეთის 2010 წლის დეკრიმინალიზაციის შემდგომ პერიოდში. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტორი მონაცემებით უხეშად მანიპულირებს და აუდიტორიას აწვდის, შერჩევითად, მონაცემთა მხოლოდ იმ ფრაგმენტებს, რომლებიც მის პოზიციას/შეხედულებას ასაბუთებს. ავტორი ასევე მიმართავს მონაცემთა ცალმხრივ და ტენდენციურ ინტერპრეტაციას, დინამიკის გათვალისწინების გარეშე. სამედიცინო და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი მანიპულატორული მიდგომა მიუღებლად მიგვაჩნია", - აცხადებენ დარგის სპეციალისტები.

„ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ სამეცნიერო წრეების არგუმენტებს:

ბაღათურია: იმ პირებზე, ვინც ნარკოპოლიტიკის პროექტზე იმუშავა, შეიძლება, საქმე აღიძრას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^