Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„40 ავტომობილს საექსპლუატაციო ვადა ამოწურული აქვს" - საგამოძიებო სამსახურის განმარტება

03 მაისი, 2018 12:04

„ბალანსზე რიცხულ, ოპერატიული საქმიანობისთვის  განკუთვნილ 40 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს საგარანტიო და საექსპლუატაციო  ვადა, ფაქტობრივად, უკვე ამოეწურა", - განუმარტეს „ლიბერალს" ლურჯი ავტომანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების საკითხზე,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ამასთან, როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, 2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი  საგამოძიებო სამსახურისთვის  მსუბუქი (სედანის ტიპი), მათ შორის ჰიბრიდული, ავტომობილების შესყიდვის თაობაზე.

ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, შემდგომი რეალიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 

ფინანსთა სამინისტრო ორ მილიონამდე ლარად 40 ლურჯი ფერის მანქანის შეძენას გეგმავს

-----------------------

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ორი ძვირადღირებული ტენდერის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ერთი ტენდერის ღირებულება 530 000, ხოლო მეორის - 1 448 000 ლარია.

ტენდერების მიხედვით სამინისტროს 40 ავტომობილის, 30 - ბენზინის ძრავიანის, ხოლო 10 - ჰიბრიდის შეძენა სურს. უწყებას უნდა, რომ ეს მანქანები იყოს:

არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული
გარბენი: არაუმეტეს 50 კმ;
ოთხივე ელექტროშუშით: 
ალუმინის დისკებით;
კონდიციონერით;
აუდიო სისტემით;
საჭის გამაძლიერებელით;
ABS - ით (მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა);
ავტომობილის სტაბილურობის კონტროლით (ASR, VSR ან ESP/ESC);
საჭის სიმაღლის მარეგულირებელით;
საჭე მარცხნივ უნდა ჰქონდეს; 
ძარის ფერი  - ლურჯი;
ნაჭრის სალონი (მუქი ფერის); 
უკანა საქარე მინის ელ.გათბობით;

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, ლურჯი მათი კორპორაციული ფერია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^