ეროვნულ მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ანტიკური ხანის ძეგლებიდან მომდინარე კოლექციებს, რომლებიც მრავალმხრივ წარმოადგენენ საზოგადოების ისტორიის ამ მნიშვნელოვან ეტაპს. კოლექციები შედგება ძვირფასი ლითონის (ვერცხლი, ოქრო) ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვის, ბრინჯაოს, რკინის, მინის, ძვლისა და თიხის ნაკეთობებისაგან.
კოლექციებში შემავალი ნივთები ცხადყოფს მაღალგანვითარებული ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიის, სამეთუნეო საქმის, ქვის, ძვლისა და ხის დამუშავების, სამონეტო საქმის, ოქრომჭედლობისა და მხატვრული ხელოსნობის სხვა მრავალი დარგის განვითარების მაღალ დონეს.
მუზეუმში დაცული ანტიკური ხანის კოლექციები მიუთითებს კოლხურ-იბერიული სამყაროს თვითმყოფადობაზე. ამავე დროს, კარგად ჩანს ამ საზოგადოების მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური და კულტურული კავშირები როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე ახლო აღმოსავლურ სამყაროსთან.
ანტიკური ეპოქის სამკაულების უნიკალური ნიმუშები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის „არქეოლოგიური საგანძურის“ მუდმივ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
ყელსაბამი, ვანი, ძვ. წ. V საუკუნე, ოქრო
ყელსაბამი მედალიონით, ურბნისი, ახ. წ. III საუკუნე, ოქრო, ამეთვისტო
ბეჭედი, ერწო, ახ. წ. IV საუკუნე., ოქრო, ძოწი
აგრაფი, კლდეეთი, ახ. წ. II-III საუკუნეები, ოქრო, სარდიონი, გრანატი
სამაჯურები, ვანი. ძვ. წ. IV საუკუნე, პირველი ნახევარი, ოქრო
სასაფეთქლეები, ვანი, ძვ. წ. IV საუკუნის პირველი ნახევარი, ოქრო
ჭვირული თავსამკაული, ვანი, ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარი, ოქრო
ჭვირული ბალთა, შეუბა, ახ. წ. II - III საუკუნეები, ბრინჯაო
ჭვირული ბალთა, შემთხვევითი მონაპოვარი (ადგილი უცნობია), ახ. წ. II - III საუკუნეები, ბრინჯაო
ჭვირული ბალთა, ჭიათურა, ახ. წ. II - III საუკუნეები, ბრინჯაო
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჟურნალ "ლიბერალის"ერთობლივი პროექტი.