Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიხარულიძე: მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი უცნობი ნივთიერების მიღებისგან

07 მაისი, 2018 15:04

ექიმი-ნარკოლოგის, ზურა სიხარულიძის თქმით, ის კლინიკური ნიშნები, რაც ზედოზირების ბოლო შემთხვევებში გამოვლინდა, არ ჰგავს სტიმულატორების ჯგუფის ნივთიერების მოხმარების შემდგომ ნიშნებს, რომელსაც მიეკუთვნება მეფედრონი ან სხვა ე.წ. აბაზანის მარილი.

მისი თქმით, ეს ნიშნები უფრო ჰგავს ძლიერმოქმედი ოპიატის ან ძლიერმოქმედი საძილე საშუალებების მოქმედებას, ვინაიდან სიკვდილი დგება სუნთქვის მწვავე უკმარისობით.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია იყოს ე.წ. სინთეზური ჰეროინი, ან კარფენტანილი, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში და არის ეპიდემია მისი მოხმარების მხრივ. 2017 წელს აშშ-ში დაახლოებით 60-65 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირებით. ამ ნარკოტიკის მოხმარება არის გახანგრძლივებული მოქმედების, იწვევს სუნთქვის უკამარისობას მიღებიდან ზუსტად 24 საათის შემდგომ. პირველი ტალღა არის ეიფორია, შემდგომ კი დგება ძილიანობა“, - ამბობს სიხარულიძე.

მისი თქმით, დაზუსტებით იმის თქმა, რომ აღნიშნული ნივთიერება ფენტანილია, ჯერჯერობით, შეუძლებელია, ვინაიდან, არაა ცნობილი ექსპერტიზის მონაცემები, თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე. სპეციალისტები აღნიშნულ დასკვნებს სამედიცინო დახმარების ექიმებთან კონსულტაციების შედეგად აკეთებენ.

„ერთადერთი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მოხვდნენ საავადმყოფოებში (ესაა დახლოებით 8 ადამიანი), გვქონდა კომუნიკაცია ემერჯენსის ექიმებთან, ისინი აღწერენ, კლინიკურ ნიშნებს - სუნთქვის მწვავე უკმარისობას, გონების დაბინდვას, გულისრევას, პირნაღები მასის გადასვლას ფილტვებში და უგონო მდგომარეობას. ეს ნიშნები არაფრით არ შეესაბამება სტიმულატორების ჯგუფის მოხმარებას, რომელსაც მიეკუთვნება მეფედრონი“, - ამბობს სიხარულიძე.

მისი თქმით, სტიმურატორებით გამოწვეული ზედოზირებისას პირიქით ხდება - ფსიქომოტორული აღგზნება, აჟიტირება და ადამიანები იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით და არა სუნთქვის გაჩერებით. შესაბამისად, სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ნივთიერება ძალიან ჰგავს კარფენტანილს.

ექიმი-ნარკოლოგის რეკომენდაცით, თუ საქმე, მართლაც, ფენტანილთან გვაქვს, ზედოზირების შემთხვევებში, გამოყენებული უნდა იყოს წამალი (ანტიდოტი) ნარკანი/ნალოქსონი.

მისი თქმით, თუ მოხმარებული ნივთიერება არის ოპიატის ჯგუფის, ზედოზირების შემთხვევაში, ნალოქსონი გადაარჩენს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს.

როგორც სიხარულიძე ამბობს, ნალოქსონი დღესდღეობით არის რეცეპტით გასაცემ წამლების სიაში და აუცილებლია, რომ ის ამოღებული იყოს ამ სიიდან და თავისუფლად გაიყიდოს.

სიხარულიძე მომხმარებელს მოუწოდებს, მაქსიმალურად თავი შეკავონ ნებისმიერი უცნობი სუბსტანციის მიღებისგან, სანამ არ დადგინდება ქვეყანაში რა სიტუაციაა და რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უმოკლეს ვადაში გამოიკვლიოს აღნიშნული ნივთიერებები და სპეციალისტებს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოს.

„თუ ჩვენ არ გვონდა ინფორმაცია, ვერ მოხადენთ ვერანაირ პრევენციას და ვერანაირ პროფილაქტიკას იმისა, თუ რა ხდება შავ ბაზარზე“, - ამბობს სიხარულიძე.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კლუბებსა და ისეთ სივრცეებში, სადაც არის ალბათობა, რომ ადამიანები მოიხმარენ ნარკოტიკებს, უნდა მოხდეს თანამშრომლებისთვის ტრენინგების გამართვა, ზედოზირების შემთხვევებში პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით.

მისი თქმით, თუ ეს ნივთიერება მართლაც ფენტანილია, სასურველია, მათ შეიძინონ ნალოქსონი, რომელიც აუცილებლად გადარჩენს ადამიანების სიცოცხლეს, ხოლო თუ სხვა ნივთიერებაა, ზიანს არ მიაყენებს ადამიანს.

სიხარულიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს მოთხოვნის შემცირებაზე, ვინაიდან, როცა არის მოთხოვნა, შავი ბაზარი ყოველთვის კარგად რეაგირებს ამ მოთხოვნაზე.

სიხარულიძის თქმით, რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, აძლევს შავ ბაზარს საშუალებას, შემოიტანოს იაფასიანი ნივთიერებები, რომელიც არ არის რეგისტრირებული და კანონის ავლით ხვდება ბაზარზე.

„როცა სხვადასხვა სუბსტანციის აკრძალვა ხდებოდა საქართველოში, ყოველთვის ჩნდებოდა ბევრად უფრო იაფასიანი და უფრო მძიმე ნარკოტიკული საშაულებები, მაგალითად: ნილოვანი ტოლერანტობის პერიოდში, გაჩნდა ყაყაჩოს თესლი, საიდანაც ძალიან მძიმე ნარკოტიკი მზადდებოდა. ამის ერთპიროვნულად გაქრობის შემდეგ გაჩნდა სააფთიაქო ნარკომანია, რომლის უმძიმესი შედეგები დღესაც გვაქვს ქვეყანაში. ანუ რეპრესიები იწვევს შავ ბაზარზე ახალი ფსიქოატიური, ძალიან იაფასიანი ნივთიერებების გაჩენას, რომელიც შემდგომ იძლევა ასეთ შედეგს“. 

მისი თქმით, ქვეყანა ამ საკითხს არასდროს  უდგება სისტემურად. ქვეყანაში არის  მხოლოდ ერთი მიმართულება, დასჯასა და ამოღებაზე ორიენტირებული. მისი თქმით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში არ ვიცით, რა ტიპის მომხმარებელი გვყავს ქვეყანაში, ვინაიდან ისინი იმალებიან, არ მიდიან სამედიცინო სერვისამდე.

„ეს შეუძლებელს ხდის პრევენციას, პროფილაქტიკასა და სხვა ინსტუმენტების გამოყენებას. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ არის დაბალანსებული, ორიენტირებულია მხოლოდ დასჯასა და ამოღებაზე და არა სხვა ღონისძიებების გატარებაზე - იმიტომ, რომ არც თანხააა ამისთვის გათვალისწინებული, არც ნებაა ამ ეტაპზე და არც ცოდნაა. პირიქით ხდება ამ თემის ტაბიურება, ვეძებთ დამნაშავეებს, კამპანიას ვიწყებთ კლუბებისა და ვიღაცების წინააღმდეგ. ჩვენ ვებრძვით არა იმას, რასაც უნდა ვებრძოლოთ, არამედ იმას, ვინც არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში“, - ამბობს სიხარულიძე.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ზედოზირების ფაქტს შეესწარით

ზედოზირების შემთხვევები - რა არის სახელმწიფოს როლი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^