Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვიციანის კანონპროექტით, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან „სექსუალური ორიენტაცია" უნდა ამოიღონ

07 მაისი, 2018 22:53

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატის, ემზარ კვიციანის ინიცირებით, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, შრომის კოდექსიდან და სისხლის სამართლის კოდექსიდან ტერმინების, „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი ორგანიზაცია „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ს“ დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

ზვიად ტომარაძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ კანონპროექტი იდენტურია ადრე სოსო ჯაჭვლიანის მიერ 2015 წელს ინიცირებული პროექტისა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ინიციატორი ემზარ კვიციანია.

მისი თქმით, როცა ჯაჭვლიანმა შეიტანა კანონპროექტი, მათ კონსულტაცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დეპუტატებთან, იმ დროს ადამაიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან და მის მოადგილე გედევან ფოფხაძესთან გაიარეს, რომელთაც ურჩიეს, რომ ნაცვლად კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ინიციატივა დაერეგისტრირებინათ.

„მაშინ მე და სოსო ჯაჭვლიანი შევხვდით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს [ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს]. გვითხრეს, რომ ამის გატანას მხარს არ დაუჭერენ დეპუტატები, ალბათ 2-3 ხმას აიღებსო, ამას არ ჯობია, რომ ღარიბაშვილმა რომ თქვა ქორწინების დეფინიცია ჩაიწეროს კონსტიტუციაში, ეგ მოამზადეთო მე მითხრეს და მაგას გავიტანთო“ - უთხრა ტომარაძემ „ლიბერალს“.

ტომარაძის თქმით, არ აქვს იმედი, რომ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, თუმცა „ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმისა, ვინ უჭერს ამას მხარს და ვინ - არა“.

„ახლა შეგვაქვს იმიტომ, რომ ამჯერად ეს დადგება კენჭისყრაზე. იმედი გვაქვს, რომ 10-მდე და მეტ ხმას აიღებს. გვინდა, რომ დღის წესრიგში დადგეს საკითხი“ - ამბობს ტომარაძე.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2014 წელს „ანტიდისკრიმინაციულ კანონში“ ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით „ზნეობრივი ნორმები“ დაირღვა.

„საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს. „სექსუალური მარავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდოღირებულებები საზიანოა საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან“ - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

პროექტში ასევე წერია, რომ იგი ევროკავშირის დირექტივებს ეწინააღმდეგება.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება, რომელთა რიცხვში ქართული კულტურა და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, „თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად სავარაუდოა“.

რას ფიქრობს ემზარ კვიციანი?

„იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი. არავითარი პრივილეგია არავის არ უნდა გვქონდეს. არც მე და არც თქვენ, როგორც ლიბერალს, არც ლგბტ-ს და არც არავის. ყველა ვართ კანონთან თანასწორები“ - ამ სიტყვებით აფასებს კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი ემზარ კვიციანი „ლიბერალთან“ საუბარში საკუთარ მოტივაციას.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, არის თუ არა ამ ტერმინების ამოღება უფლებების ჩამოთმევაზე მინიშნება, კვიციანი პასუხობს, რომ კონსტიტუცია ისედაც იცავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

„რა უფლებას ართმევთ, იმას რომ ჩვენზე მეტი უფლებები აქვთ? რატომ უნდა იყოს ჩაწერილი ლგბტ? თითეულ მოქალაქეს იცავს კანონი, ლგბტსაც და არალგბტსაც. ამიტომ, ასე ხაზგასმით... პირიქით, რატომ არის ასე განყნებეული და განაცლკევებული? ეს არის უკვე დანარჩენი მოსახლეობის დისკრიმინაცია“ - ამბობს კვიციანი.

2015 წელს ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოს პარლამენტს იმ დროს „ქართული ოცნების" დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მიმართა. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

აუდიო►„არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა" - ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 17 მაისის აღნიშვნა გადაიფიქრა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^