Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტატუნაშვილის მამა: შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა

08 მაისი, 2018 13:06

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის ინფორმაციით, მის შვილს შუბლზე ნატყვიარი ეტყობოდა, ცხვირი აღდგენილი, ხელები კი დამტვრეული ჰქონდა.

„ტელეფონში მაქვს სურათები, შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, თავისი არ არის. ხელები დაჩეჩქვილი ჰქონდა, დამტვრეული და ხელმეორედ აწყობილი. ამას რაში სჭირდებოდა შინაგანი ორგანოები? რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“,- ამბობს არჩილ ტატუნაშვილის მამა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრიმა“ ხელისუფლებას საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ  საქართველომ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროსასამართლოში სარჩელის გაგზავნა ჭიანურდება.

ტატუნაშვილის მამასა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შენიშვნები და კითხვები ადგილობრივ ექსპერტიზასთან დაკავშირებითაც აქვთ. მათი განცხადებით, უკვე ორი თვეა, ექსპერტიზა მიმდინარეობს და შუალედური შედეგი ჯერაც არ არის ცნობილი. 

„სამხარაულის ეროვნული ბიურო, ორ თვეზე მეტია, აწარმოებს ექსპერტიზას და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებს როცა გავეცანით, იქ იყო სამხარაულის ექსპერტიზის წერილი, რომელიც გამოძიებას სთხოვს, რომ ბიუროს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები გადასცეს. როგორც მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა“,- განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ტატუნაშვილის ოჯახმა და მათი ინტერესებს დამცველმა იურისტმა მედიისგან შეიტყვეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს. მისი თქმით, სარჩელის მომზადება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როცა ცხინვალის რეგიონიდან ცხედრის დასაბრუნებლად ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 

„ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ ყველა იმ პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის, შანსებს, და, რა თქმა უნდა,  ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია“,− აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა ახალგორის რაიონში, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად.  არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ცხედარს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

იუსტიციის სამინისტრო ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^