Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ობამა: აშშ-ის გადაწყვეტილება, გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, მცდარია

09 მაისი, 2018 11:48

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეფასებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და დაიწყოს სანქციების აღდგენის პროცესი, მცდარია. მით უფრო იმ ფონზე, როცა ირანს შეთანხმება არ დაურღვევია. ობამა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას და ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ახალი ომი დაიწყოს.

„იმ პირობებში, როცა ჩრდილო კორეის პრობლემის მოგვარებისთვის ფსონს დიპლომატიაზე ვაკეთებთ, ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის შეთანხმებას, რამაც უზრუნველყო ირანთან იმ შედეგების მიღწევა, რასაც ჩრდილო კორეასთან ვცდილობთ. JCPOA-ზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ამერიკამ ზურგი აქცია თავის მოკავშირეებს და შორდება შეთანხმებას, რომელიც მოწინავე ამერიკელმა დიპლომატებმა, მეცნიერებმა და დაზვერვის სფეროში პროფესიონალებმა შეიმუშავეს“,- აცხადებს ობამა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამ შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს შეიარაღების სფეროში მრავალმხრივი შეთანხმებაა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა მხარი. შედეგად ირანმა ბირთვული რეაქტორის ორი მესამედის დემონტაჟი განახორციელა და მოიშორა გამდიდრებული ურანის 97%. 

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მან 2015 წელს დადებულ შეთანხმებას ისტორიაში ყველაზე ცუდი ხელშეკრულება უწოდა. 

„შეთანხმებიდან გავდივართ, მაგრამ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ გამოსავალს. თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას ყველაზე დიდი პრობლემები შეექმნება, რაც კი აქამდე ჰქონია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ირანმა და საერთაშორისო ექვსეულმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) ბირთვულ შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოაწერეს, რომლის მიხედვითაც, თეირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს ამბობდა, სანაცვლოდ კი ეკონომიკური სანქციები ეტაპობრივად გაუუქმდებოდა. 

აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^