„ყველა ტექნო და ჰაუს კლუბის მუშაობა საქართველოს მთავრობამ ძალიან უხეშად შეაჩერა. მეგობრები დააკავეს! სიტყვები არ მყოფნის.
ჩვენ ერთად ვცეკვავთ. ჩვენ ერთად ვიბრძვით“, - წერს გერმანელი დიჯეი Vril
VRIL: პროდიუსერი და DJ ჰანოვერიდან, ლეიბლ Giegling-ის წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც 2010 წელს , ამ ლეიბლზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა, ის დღევანდელობის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ტექნო არტისტად მიიჩნევა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ. Vril-ის სადებიუტო ალბომი Torus 2014 წელს, მისი მშობლიური ლეიბლის სუბლეიბლზე Forum გამოვიდა და განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ავტორს.
Etapp Kyle: მეგონა, საქართველოში ასეთი მეთოდები წარსულში დარჩა