„ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული იყო 8 რეალიზატორი აქედან ორი იყო გამოშვებული და მე რა ინფორმაციაც მაქვს, პატიმრობაში რჩება 6", - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ რამდენიმე წითის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ფორმას, როგორც კალაძე ამბობს, „შეიძლება, ეს პოლემიკის საგანი იყოს, როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ რამეში ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალებით უნდა ვებრძოლოთ".
„ლიბერალი" შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც მათ განაცხადეს, ორი პირის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და კვლავ 8 პირია დაკავებული.
კალაძე: მე არ გთავაზობთ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს