Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: კარვის გაშლას წინასწარი ნებართვა არ სჭირდება

12 მაისი, 2018 23:48

„აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება აქვთ და ჩვენი საქმეც ამას ადასტურებს“, - განმარტავს „ლიბერალთან“ საუბარში საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძე, რომელსაც ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში საქმე აქვს მოგებული. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პრემიერისთვის მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ კარვები გაშალეს.

როგორც ქურდოვანიძე ამბობს, კარვის გაშლას წინასწარი ნებართვა არ სჭირდება თუ იგი იქნება ისეთ ადგილზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს არ უშლის და გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა (აგრეთვე, არ ახდენს კონკრეტული შენობის ბლოკირებას). იურისტის თქმით, ასეთ შემთხვევაში კარვის გაშლა არის გამოხატვის ფორმა.

„აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ“, - გვითხრა ნონა ქურდოვანიძემ.

 2016 წლის აგვისტოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „პარტიზანი მებაღეების“ სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა თბილისის მერიის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, სკვერის კონკრეტულ ნაწილში კარავი დაედგათ და ამ ფორმით გაეგრძელებინათ პროტესტი.

სასამართლომ მერიასთან კარვების განთავსების შესახებ „პარტიზანი მებაღეების“ სარჩელი დააკმაყოფილა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^