„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეს უცნობი პირი თავს დაესხა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
ინციდენტის შემდეგ აქცია განახლდა. მონაწილეებს ლგბტ აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა თანამოაზრეებს მიმართა:
მინდა მივმართო იმ მეგობრებს, რომლებიც დღეს გარკვეული მიზეზების გამო არ არიან აქ, მეგობრები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლები არიან და მათთან ერთად მოვედი და ვარ აქტივიზმში. და ჩვენ რეალურად გვაქვს შიშები, სავსებით ლეგიტიმური შიშები იმის, რომ ეს ინციდენტი, რომელიც ახლა აქ მოხდა, ყოფილიყო ბევრად უფრო მასშტაბური და საფრთხე შექმნოდა ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, როგორც მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, დავიცვათ ჩვენი უფლებები და ყველა იმ ინსტიტუციას, რომელიც ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები, ჩვენი უფლებები, უნდა ვაიძულოთ მათ, რომ გააკეთონ ეს ყველაფერი ყველა მოქალაქის კომფორტისთვის და თანასწორობისთვის“.
ვიდეო ► სიტყვით გამომსვლელზე თავდამსხმელს 1 - 3 წლამდე ან 4 - 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება