„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ, განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ „ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს საბოლოო შეთანხმება გუნდის შიგნით“.
კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის ყველაზე კონკრეტული რამ, რაც ამ ეტაპზე შეხვედრის შესახებ შეუძლია თქვას.
„შევთანხმდით, რომ ძალიან მალე ყველა პოზიცია იქნება დაახლოებული. შევთანხმდით იმ არგუმენტებზე, რაზეც ვიმსჯელებთ, რომ ყველა მხარე გაიაზრებს კიდევ ერთხელ ყველა შეთავაზებას, რომელიც ერთმანეთის მიმართ იყო გაკეთებული.
ბიძინა ივანიშვილის როლი მივიჩნევ, რომ ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმდენად, რამდენადაც მისი მეშვეობით მოხდა ძალიან დაახლოება პოზიციების და ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა მთლიანობაში ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმაში“, - განუცხადა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს.