Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მეტროს მემანქანეების ჩაანაცვლებას რკინიგზის ელმავლის მემანქანეებით გეგმავენ" - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

28 მაისი, 2018 12:32

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მეტროს მემანქანეების საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

„ჩვენთვის, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისთვის, ცნობილი გახდა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს შტრეიკბეხერების სახით, გაფიცული მემანქანეები ჩაანაცვლოს საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებითა და მათი თანაშემწეებით.

დღეის მდგომარეობით, დაუგეგმავ შვებულებას იყენებს და მეტროს მემანქანის პროფესიის გადამზადების კურსს გადის საქართველოს რკინიგზის ელმავლის 7 მემანქანე - ი.ხ, ვ.ს, გ.ს, ვ.ს, თ.ბ და დ.ჯ;" - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, „ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მემანქანე „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ წევრი არ არის და მეტიც, ისინი წარმოადგენენ რკინიგზაში მოქმედ, მეორე, ადმინისტრაციის მიერ მართულ - ყვითელ პროფკავშირს!

თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს მის წევრ მემანქანეებს და რკინიგზაში დასაქმებულ სხვა მუშაკებს, არ გახდნენ მშრომელთა ბრძოლის წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღი და ნუ მოირგებენ შტრეიკბეხერების მეტად უპასუხისმგებლო და სამარცხვინო როლს.

შეგახსენებთ, 2014 წელს, საქართველოს რკინიგზაზე განხორციელებულ სრულმაშტაბიანი გაფიცვის პერიოდში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის მემანქანეებმა, დემონსტრაციულად განაცხადეს უარი ჩაენაცვლებიათ კოლეგები და გაფიცვის პერიოდში ემუშავათ საქართველოში, რასაც საბოლოო ჯამში რკინიგზის სრული პარალიზება მოჰყვა და ჩვენი ბრძოლა კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

ამავე დროს, გვინდა შევახსენოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და განსაკუთრებით საქართველოს რკინიგზას - რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, 2017 წლიდან მოყოლებული, ადმინისტრაციასთან იმყოფება კოლექტიური შრომითი დავის პროცესში (ხელფასების 15%_ით ინდექსაციის მოთხოვნით) და დღეის მდგომარეობით, რკინიგზელებს მოპოვებული აქვთ კანონიერი გაფიცვის უფლება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თუ დაფიქსირდება ჩვენი წევრი, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა გამოყენება მეტროს მემანქანეების სამართლიანი ბრძოლის წინააღმდეგ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განიხილავს რკინიგზელების მეტროს მემანქანეთა სოლიდარობის მიზნით გაფიცვის დაწყების შესაძლებლობას.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მემანქანეების დაანონსებული პროტესტის დღემდე დარჩენილი პერიოდი გამოყენებულ იქნას გონივრულად, აწარმოოთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები და მიაღწიოთ შეთანხმებას რათა თავიდან იქნას არიდებული მუშათა გაერთიანებების ფუნდამენტური უფლების - გაფიცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის კოლაფსი".

„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ „ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, კომპანიას საქართველოს მეტროდან და თბილისის მერიიდან არავინ დაკავშირებია. 

„მე არ მესმენია, რომ საქართველოს რკინიგზასა და მეტროს შორის ასეთი კომუნიკაცია ყოფილიყო. ჩვენ როგორ შეიძლება გადავამზადოთ მეტროს მემანქანეებად ვინმე. ჩვენ ამის არც კომპეტენცია გვაქვს და არც უფლება. ამას შესაბამისი მომზადა სჭირდება. ჩვენს გარეთ თუ სადმე ვინმე რამისთვის ემზადება, ეს არ ვიცი" - ამბობს ცაგურია. 

მეტროს მემანქანეების ელმავლის მემანქანეებით ჩაანაცვლებას სატრანსპორტო კომპანია არ ადასტურებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^