Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტროს მემანქანეების ელმავლის მემანქანეებით ჩანაცვლებას სატრანსპორტო კომპანია არ ადასტურებს

28 მაისი, 2018 14:28

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" არ ადასტურებს „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სატრანსპორტო კომპანია მეტროს გაფიცული მემანქანეების საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებით ჩანაცვლებას გეგმავს. პროფკავშირის განცხადებით, მემანქანის პროფესიის გადამზადების კურსს გადის საქართველოს რკინიგზის ელმავლის 7 მემანქანე - ი.ხ, ვ.ს, გ.ს, ვ.ს, თ.ბ და დ.ჯ.

თუმცა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" „ლიბერალს" უთხრეს, რომ ასეთი მოლაპარაკება არ შემდგარა.

 „მოლაპარაკება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ან მის მემანქანეებთან არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტექნიკური სკოლა, სადაც  ხდება მეტროს მემანქანეების გადამზადება. რამდენიმე ჯგუფი უვკე არის შემდგარი, სადაც მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული სწავლება. ყოველთვიურად ხდება ასეთი ჯგუფების დაკომოლექტება და გადამზადება. ეს ჯგუფი ღიაა ნებისმიერი პირისთვის, დააკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს" - უთხრეს „ლიბერალს" კომპანიის პრესსამსახურში. 

ინფორმაციას არ ადასტურებენ არც „საქართველოს რკინიგზაში". კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ „ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, კომპანიას საქართველოს მეტროდან და თბილისის მერიიდან არავინ დაკავშირებია. 

„მე არ მესმენია, რომ საქართველოს რკინიგზასა და მეტროს შორის ასეთი კომუნიკაცია ყოფილიყო. ჩვენ როგორ შეიძლება გადავამზადოთ მეტროს მემანქანეებად ვინმე. ჩვენ ამის არც კომპეტენცია გვაქვს და არც უფლება. ამას შესაბამისი მომზადა სჭირდება. ჩვენს გარეთ თუ სადმე ვინმე რამისთვის ემზადება, ეს არ ვიცი" - ამბობს ცაგურია. 

„საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა" მეტროს მემანქანეების საკითხზე განცხადება დღეს გაავრცელა.

„მეტროს მემანქანეების ჩაანაცვლებას რკინიგზის ელმავლის მემანქანეებით გეგმავენ" - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^