ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.
საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, მერაბ ლომიძემ განიხილა.
საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.
რა შემთხვევაში განახლდება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა
„შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი" ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე ალტერნატივის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა", - ავრცელებს ინფორმაციას „მწვანე ალტერნატივა".
საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, მერაბ ლომიძემ განიხილა.