საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებული ასადის რეჟიმისგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ რესპბლიკებად აღიარება, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს - ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. სამინისტროს განცხადებით, ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით მხარი დაუჭირა რუსულ აგრესიას და უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. საპასუხოდ, საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის პროცესი დაიწყო.