რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, მას ზაზა სარალიძემ დიდი ხნის წინ მისწერა რომ აქციაზე მოდიოდა.
"და რადგანაც დაიგვიანა, დავრეკე ომბუდსმენთან და იქ მითხრეს, რომ ზაზა სარალიძე სახალხო დამცველის ოფისში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს". - თქვა ზვიად კუპრავამ.
ეს ინფორმაცია "ლიბერალმა" ომბუდსმენის ოფისში გადაამოწმა, სადაც განგვიცხადეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, და სარალიძე მათ ოფისში არ არის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ზაზა სარალიძე ვაკის პარკთან გამართულ აქციაზე მივიდა. ვაკის პარკში მივიდა ნინო ლომჯარიაც, აქციის მონაწილეებში ნინო ლომჯარიას გამოჩენას უკმაყოფილება მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ ლომჯარიამ სარალიძე ვაკის პარკის აქციიდან წაიყვანა. „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე" აქციის წევრები ცდილობდნენ სარალიძის დარწმუნებას, რომ მას აქცია არ დაეტოვებინა.