Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GIPA მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს

04 ივნისი, 2018 22:54

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თვრამეტ  საგანამანათლებლო დაწესებულებას შორის, რომელთაც იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიმართა, არ არის GIPA. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭირვალობასა და მისი ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას.

„GIPA მუდმივ რეჟიმში თვალს ადევნებს ქვეყანაში ბოლო დროინდელი მოვლენების განვითარებას და ჩართულია მიმდინარე პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში სხვადასხვა ფორმით - სტუდენტების, ლექტორებისა და ადმინისტრაციის თანამონაწილეობის გზით.

როგორც მოგეხნებათ,  იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის შესარჩევად, საჯარო კონსულტაციებს იწყებს. საქართველოსკანონი პროკურატორის შესახებ (კერძოდ მე-9 მუხლი)განმარტავს, რომ „მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან“.

GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, დააარსების დღიდან ჩართულია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენებში. წლების განმავლობაში GIPA, კლასიკური ლიბერალური იდეალების შესაბამისად, არის სხვადასხვა შეხედულებების, მოსაზრებებისა და იდეების ფორუმი, რომელიც მუდამ ღიაა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

ვფიქრობთ, ის ფაქტი, რომ GIPA არ არის იმ 18 საგანამანათლებლო დაწესებულებას შორის, რომელსაც საქართველოს იუსიტიციის სამინისტრომ კონსულტაციებში ჩართვის შესახებ შეთავაზებით მიმართა- ეჭვქვეშ აყენებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭირვალობასა და მისი ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა

როგორია უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მთავარი პროკურორის არჩევის წესი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^