Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ვიცე-მერი: ამ წელს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის საშუალება მერიას არ აქვს

05 ივნისი, 2018 16:54

„მერია არ ვაჭრობს 45%-ია თუ 10%, ჩვენ ვიძახით, რომ მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია,“- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება 2019 წელს, მერია შეხედავს რისი საშუალება ექნება მერიას, იმისთვის, რომ მიიღოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები.

„ჩვენ არ ვართ იმ პირობებში, რომ ვიმსჯელოთ, 10%, 15% თუ 20%. 2018 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ხელფასების რაიმე ოდენობით ზრდასთან დაკავშირებით. გვინდა ვუთხრათ ამ ადამიანებს და ზოგადად მერიის სისტემაში მომუშავე ადამიანებს, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო",- განაცხადა ხმალაძემ.

მეორე დღეა, თბილისის მეტრო გაჩერებულია. თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით 3 ივნისს არასამუშაო საათებში გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. გუშინ თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა. 

გუშინ, გვიან ღამით თბილისის მერი კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა. თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მემანქანეები აცხადებენ, რომ მერმა მათ მხოლოდ მოთხოვნების განხილვის 2019 წლამდე გადავადება შესთავაზა და კონკრეტულად რა როგორ მოხდება, ამაზე არ უსაუბრიათ. ისინი შიმშილობას და გაფიცვას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ შედეგის მიღწევამდე სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. 

მემანქანე: შეთანხმება, სანამ არ იქნება, მანამდე გავაგრძელებთ შიმშილობას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^