Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: გიორგი შარაბიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა საქმეში არ დასტურდებოდა

06 ივნისი, 2018 11:31

ადმიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, გიორგი შარაბიძის საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებდა მისთვის წაყენებულ ბრალს.

გიორგი შარაბიძე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვისაა მსჯავრდებული. ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. 

EMC-ის შეფასებით, გიორგი შარაბიძის საქმის განხილვისას სასამართლო კრიტიკულად მიუდგა დაცვის მხარის მტკიცებულებებს, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან მიმართებით იგივე არ განუხორციელებია.

„უფრო მეტიც, სასამართლოს განაჩენში იმგვარად აქვს ასახული დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომ მისი წაკითხვით შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს შესაძლებელია დაცვის მხარის მოწმეები არ შესწრებოდნენ გიორგი შარაბიძის პირად ჩხრეკასა და დაკავებას. თუმცა საპირისპირო დასტურდება სხდომის ოქმით, სადაც სრულად არის ასახული მოწმეთა ჩვენებები.

წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ რელევანტურ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რაც ერთობლიობაში გამოძიების ობიექტურობისა და განაჩენის კანონიერების პრობლემაზე მიუთითებს, მათ შორის:

• გიორგი შარაბიძის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალებები და რომ მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა არა ატენის ქუჩაზე, როგორც ეს პირადი ჩხრეკის ოქმშია ასახული, არამედ პოლიციის განყოფილებაში;

• დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გიორგი შარაბიძის პირადი ჩხრეკა ატენის ქუჩაზე არ ჩატარებულა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების მიერ გიორგი შარაბიძის ატენის ქუჩაზე ჩამოყვანის მომენტიდან, მის წაყვანამდე, ისინი მუდამ მისი თვალთახედვის არეში იყვნენ. მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში გიორგი შარაბიძის არც პირადი ჩხრეკა ჩატარებულა და არც ოქმი შეუდგენიათ პოლიციელებს;

• ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გამორიცხავს გიორგი შარაბიძის ჟილეტში ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან ფსიქოტროპულო ნივთიერების არსებობას.

• ბილოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ნივთიერ მტკიცებულებებზე - ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვებზე აღინიშნება არა გიორგი შარაბიძის, არამედ სხვა პირთა გენეტიკური პროფილები", - წერს EMC.

„ჩადება შენც გემუქრება!", - აქცია გიორგი შარაბიძის მხარდასაჭერად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^