„ვრცელდება Facebook-ზე და სხვაგან ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი გამომძალველი ყოფილა, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს, თითქოს მოძალადე ყოფილა", - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის, მამა ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციისგან განმარტების გაკეთებას მოითხოვს.
როგორც სარალიძე ამბობს, 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა გამოააშკარაოს, იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე.
„აბსოლუტურად არავინ არაფერი დამალოს. თუ ამ სკოლაში ძალადობები ხდება, დამეთანხმებით, სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ვერ ვხედავ ვერც ერთის აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილის ბიოგრაფია (თუ, რაც გნებავთ, ის დავარქვათ), ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან. დაუყოვნებლივ გააკეთონ განაცხადება ამასთან დაკავშირებით. თქვან, იყო თუ არა დამნაშავე", - აცხადებს ზაზა სარალიძე.
„ვერავინ იტყვის, რომ დათო ვინმეს ჩაგრავდა სკოლაში“ - 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი